logo
ENG



31 იანვარს ენმ სტრატეგიას წარადგენს, "თუ როგორ აპირებს მიზნების მიღწევას"

29 იან 202216:52
3 წუთის საკითხავი
 
31 იანვარს ენმ სტრატეგიას წარადგენს, "თუ როგორ აპირებს მიზნების მიღწევას"

ნაციონალური მოძრაობა 21 იანვარს გამართავს ბრიფინგს, სადაც ფართო სტრატეგიას წარადგენს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს მიზნების მიღწევას. შესაძლოა ცნობილი გახდეს შეწყვეტს თუ არა პარტია საპარლამენტო ბოიკოტს. 

როგორც პარტიის წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში, ორშაბათს, 12:00 საათზე გაჟღერდება

"დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ და, პრაქტიკულად, ყველა წევრი იქნა ამ გადაწყვეტილების მიღების მიმდინარეობისას ჩართული, მიიღო გადაწყვეტილება, როგორი იქნება ჩვენი პარტიული და ფრაქციული სტრატეგია, მათ შორის, გაზაფხულზე და იცით, რომ ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი იწყება. ეს იქნება ფართო სტრატეგია, რომელსაც მე პირადად წარმოგიდგენთ ორშაბათს, მათ შორის, ყველაფერზე - საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ჩვენ ჩამოვყალიბდით და ეს იქნება ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი, როდესაც ჩვენთვის პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს. პირველი - უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და მის მიმართ არაადამიანური, ღირსებისშემლახავი მოპყრობისთვის სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ინსტრუმენტის მხილება. აქტიურობები, აქციები - ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ ყველა ფრონტზე და ეს აქტიურობა უნდა იყოს წარმოდგენილი არა მხოლოდ კონკრეტულად პოლიტიკური საქმიანობით, არამედ ძალიან ფართო სპექტრით. ამ სტრატეგიების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ ვაპირებთ ამ მიზნების მიღწევას, ორშაბათს 12:00-ზე წარმოგიდგენთ ბრიფინგს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ


close დახურვა